ქართული  |   English

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი  

გამოკითხვა
რომელი კომპანიის მომსახურეობას ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:6723 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი ბრენდის საავტომობილო ზეთს ანიჭებთ უპირატესობას?
სულ:4097 ხმა
 
გამოკითხვა
რომელი კატეგორიის საწვავს მოიხმართ?
სულ:5555 ხმა
 
13:03 28.04.2024

საწვავის ფასების მიმოხილვა ევროპის ქვეყნებში

10-02-2015

,,ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის" განცხადებით:

 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში ევროპაში A-95 მარკის ბენზინის საშუალო ფასი 0,01 ევროთი გაიზარდა და შეადგენს საშუალოდ 1,17 ევროს. A-95 მარკის ბენზინი ყველაზე გავრცელებული საწვავის სახეობაა ევროპაში და ყველა ავტოგასამართ სადგურზე გვხვდება.

 

ევროპის ქვეყნებში ყველაზე ძვირი საწვავი გახლავთ ნორვეგიაში, იტალიასა და ნიდერლანდებში. ამ ქვეყნებში საწვავის ფასი დაახლოებით 20-25%-ით აღემატება ევროპის საშუალო ფასებს.  კერძოდ, ნორვეგიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,77 ევროს (დაახლოებით 4,08  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,68 ევროს (დაახლოებით 3,87  ლარი), დიზელის საწვავი - 1,57 ევროს (დაახლოებით 3,62  ლარი); იტალიაში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,68 ევროს (დაახლოებით 3,87  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,59 ევროს (დაახლოებით 3,66  ლარი), დიზელის საწვავი - 1,51 ევროს (დაახლოებით 3,48  ლარი); ხოლო ნიდერლანდებში სუპერი ტიპის ბენზინის საშუალო ფასი შეადგენს  1,64 ევროს (დაახლოებით 3,78  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,58 ევროს (დაახლოებით 3,64  ლარი), დიზელის საწვავი - 1,29 ევროს (დაახლოებით 2,97  ლარი).

 

ყველაზე იაფი საწვავი არის რუსეთში: სუპერი ტიპის ბენზინის ფასი - 0,52 ევრო (დაახლოებით 1,20  ლარი), პრემიუმი ტიპის ბენზინი - 0,47 ევრო (დაახლოებით 1,08  ლარი), დიზელის საწვავი - 0,45 ევროს (დაახლოებით 1,04  ლარი).

 

რაც შეეხება საქართველოს საცალო ქსელს, ჩვენთან ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავის საშუალო ფასები შეადგენს: სუპერი ტიპის ბენზინი - 1,82-1,84ლარი; პრემიუმი ტიპის ბენზინი - 1,74-1,81 ლარი; რეგულარის ტიპის ბენზინი - 1,59-1,66 ლარი; დიზელი ლ-62 - 1,61-1,65 ლარი; ევრო დიზელი - 1,74-1,81 ლარი. არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე საწვავის ფასი უფრო დაბალია. რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის საშუალო ფასი შეადგენს 1,35-1,55 ლარს/ლიტრაზე.

 

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ  საქართველოში არსებული საწვავის საცალო ფასები მნიშვნელოვნად იაფია ევრო კავშირის წევრ ქვეყნებთან შედარებით; ასევე ყოფილი პოსტსაბჭოთა რესპუბლიკის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებიც ნავთობპროდუქტების იმპორტზე არიან დამოკიდებულნი, როგორებიც არიან სომხეთი, უკრაინა, მოლდავეთი.

 

ჩვენთან არსებულ ფასზე მაღალია ასევე აზერბაიჯანში პრემიუმი და სუპერი ტიპის ბენზინის საწვავი, რომელიც ქვეყანაში არ იწარმოება და იმპორტირებულია. ასევე უფრო მაღალია აზერბაიჯანში ადგილობრივი წარმოებული A-92 რეგულარი ტიპის ბენზინისა და L-62 დიზელის საწვავის ფასი ჩვენს ქსელში არაბრენდირებულ გასამართ სადგურებზე არსებულ ფასებთან შედარებით. 

 

ქვევით იხილეთ საწვავის ფასთა ცხრილი რიგ ქვეყნებში თებერვლის თვის პირველი რიცხვების მდგომარეობით.

ქვეყანა  ბენზინი 95  ბენზინი 98  დიზელი 
 რუსეთი  0,47 ევრო (1,08 ლ)  0,52 ევრო (1,20 ლ)  0,45 ევრო (1,04 ლ)
 აზერბაიჯანი  1,07 ევრო (2,47 ლ)   1,16 ევრო (2,67 ლ)  0,67 ევრო (1,54 ლ)
 უკრაინა  0,91 ევრო (2,10 ლ)  0.97 ევრო (2,23 ლ)   0,89 ევრო (2,05 ლ)
 სომხეთი  0,93 ევრო (2,14 ლ)  0.99 ევრო (2,28 ლ)  0,87 ევრო (2,00 ლ)
 მოლდავეთი  0,81 ევრო (1,87 ლ)  0.84 ევრო (1,94 ლ)  0,76 ევრო (1,75 ლ)
 ლატვია  1,01 ევრო (2,33 ლ)  1,06 ევრო (2,44 ლ)  1,01 ევრო (2,33 ლ)
 ლიტვა  1,02 ევრო (2,35 ლ)  1,06 ევრო (2,44 ლ)  1,01 ევრო (2,33 ლ)
 საბერძნეთი  1,37 ევრო (3,16 ლ)  1,62 ევრო (3,73 ლ)  1,11 ევრო (2,56 ლ)
 ნორვეგია  1,68 ევრო (3,87 ლ)  1,77 ევრო (4,08 ლ)  1,57 ევრო (3,62 ლ)
 ნიდერლანდები  1,58 ევრო (3,64 ლ)  1,64 ევრო (3,78 ლ)  1,29 ევრო (2,97 ლ)
 თურქეთი  1,55 ევრო (3,57 ლ)   1,56 ევრო (3,59 ლ)  1,34 ევრო (3,09 ლ)
 იტალია  1,59 ევრო ( 3,66 ლ)   1,68 ევრო (3,87 ლ)  1,51 ევრო (3,48 ლ)
 გერმანია  1,34 ევრო ( 3,09 ლ)   1,37 ევრო (3,16 ლ)  1,18 ევრო (2,72 ლ)
 საფრანგეთი  1,30 ევრო  ( 3,00 ლ)  1,35 ევრო (3,11 ლ)  1,14 ევრო (2,63 ლ)
 ესპანეთი  1,17 ევრო  ( 2,70 ლ)  1,30 ევრო (3,00 ლ)  1,10 ევრო (2,53 ლ)




უკან
ნავთობის ფასი

ლონდონი 

Bret Crude Oil (ICE) 

87.29  დოლარი/ბარელზე

+  0.18       

 ნიუ-იორკი

Light Sweet Crude Oil

84.19    დოლარი/ბარელზე

+ 0.07

საწვავის ფასი საქართველოში

სუპერი   3.69 ლარი 

პრემიუმი   3,31 ლარი

რეგულარი  3.12  ლარი

ევრო დიზელი  3.36 ლარი

დიზელი   3,28 ლარი

გაზი – 1.55 ლარი

 

ეკო სუპერი –  3.72 ლარი

ეკოპრემიუმი –  3.34 ლარი

ევრო რეგულარი – 3.14 ლარი

ევრო დიზელი – 3.34 ლარი

ეკო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელ ენერჯი –   3,29 ლარი

გაზი – 1.59 ლარი

სუპერი ecto 100 – 0.00 ლარი

ევრო სუპერი –  3.62 ლარი

პრემიუმ ავანგარდი –   3.15 ლარი

ევრო რეგულარი –  2.99  ლარი

ევრო დიზელი –  3,30 ლარი

 

სუპერი –  3.75 ლარი

ევრო პრემიუმი – 3.34  ლარი

ევრო რეგულარი – 3,20  ლარი

efix ევრო დიზელი – 3.43 ლარი

ევრო დიზელი –  3,33 ლარი

 

სუპერი – 3.77 ლარი

G-Force პრემიუმი –  3,37 ლარი

G-Force ევრო რეგულარი –  3,27 ლარი

რეგულარი – 3.17 ლარი

ევრო დიზელი –  3.39 ლარი

დიზელი –  3,29 ლარი

გაზი – 1.69 ლარი

პრემიუმი –  3,05 ლარი

ევრო რეგულარი – 2,85 ლარი

ევრო დიზელი – 3.44 ლარი

effect დიზელი –  3.40 ლარი

დიზელი –  2.90 ლარი

 

 

  

2012 ყველა უფლება დაცულია
Design by SPAR.GE